„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნთან“ მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ეს უბრალოდ ერთი მატჩი იყო, რომელსაც არ გამოუვლენია სეზონის საუკეთესო გუნდი.
„ვფიქრობ, ერთი მატჩით არ შეიძლება თქვა, რომ გაირკვა, რომელია საუკეთესო გუნდი. ამას სეზონის ბოლოს მიღწეული შედეგები იტყვის. ეს მხოლოდ ერთი თამაშია და არამგონია, ეს წყვეტდეს, რომელია საუკეთესო გუნდი. პირველ ტაიმში ისინი ძალიან მოტივირებული იყვნენ, უბრალოდ ჩვენზე უკეთესები და დაგვამარცხეს. ეს ფეხბურთია, ზოგჯერ აგებ.
„ბაიერნი ძალიან ძლიერი გუნდია, ერთი ფეხბურთელით ნაკლებით თამაშის მიუხედავად, ისინი ჩვენს წინააღმდეგ თავს კარგად იცავდნენ. რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ საკმარისი არ იყო. თუმცა, სეზონი ჯერ კიდევ გრძელია.
ნოიერი? ჩემი აზრით, ის ამ სპორტის ლეგენდაა. მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ 13 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს აქტივში, ხოლო უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე სამ თამაშში 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. პსჟ-ს 9 ქულა აქვს და მომდევნო ტურში ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს, ხოლო 9 ნოემბერს, ლიგა 1-ში „ლიონს“ ეთამაშება.









