ფეხბურთი

3:33 | 5.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ვეცადეთ გათანაბრებას, მაგრამ არ ვიცი, ფრე სამართლიანი იქნებოდა თუ არა"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ბაიერნთან“ მატჩის (1:2) შემდეგ ისაუბრა.

როგორც ესპანელმა თქვა, ისეთი გოლები გაუშვეს, რომ წაგება ბუნერივია. თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი სწორ გზაზე დაბრუნდება:

„ჰაკიმის და დემბელეს სიტუაციაზე ხვალამდე მოგვიწევს ლოდინი, ტესტების პასუხებამდე. უსმანის ტრავმას არაფერი აქვს საერთო მის ბოლო ტრავმასთან ჰაკიმის შემთხვევაშ კი იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ფეხბურთია, კონტაქტური სპორტი.

რა თქმა უნდა, ისინი უკეთესები იყვნენ, უკეთ ახერხებდნენ პრესინგზე თამაშს, მეტი შანსი ჰქონდათ. როცა ასეთ გოლებს უშვებ, წაგება ნორმალურია. მათ შეეძლოთ კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა. მეორე ტაიმში უფრო მეტი შევქმენით, მაგრამ ერთი მოთამაშით მეტი გვყავდა. არ მახსოვს, რომ ამ სეზონში ჩემი გუნდის ყველა მოთამაშე სრულყოფილ ფორმაში ყოფილიყო. საბაბს არ ვეძებ, უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ მეტოქემ გვაჯობა. მშვიდი და თავშეკავებული ვარ, რადგან ვიცი, რომ ამას გადავლახავთ. ველოდები, როდის დაბრუნდება ჩემი ყველა ფეხბურთელი. სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, არასდროს მყოლია ყველა მოთამაშე ერთდროულად ფორმაში.

ახსნა არ მაქვს ამდენი შეცდომა რამ გამოიწვია. მათ რამდენიმე საჩუქარი გავუკეთეთ. შეეძლოთ სამი ან ოთხი გოლის გატანა. სამწუხაროა, რომ ასეთი შედეგი მივიღეთ, უკეთესის მოლოდინი მქონდა. ვცადეთ ფრე მაინც გვეთამაშა, თუმცა არ ვიცი, სამართლიანი იქნებოდა თუ არა“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, პსჟ-ს 9 ქულა აქვს და მომდევნო ტურში ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს, ხოლო 9 ნოემბერს, ლიგა 1-ში „ლიონს“ ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094333