კალათბურთი

9:42 | 5.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 15 ქულა და "ტორონტოს" ზედიზედ მესამე გამარჯვება

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსმა" საკუთარ მოედანზე "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 128:100 დაამარცხა.

მასპინძლებმა საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარეს და მატჩის მიმდინარეობას სრულიად აკონტროლებდნენ, "ტორონტომ" მეტოქე ყველა მეოთხედში დაჯაბნა და საბოლოოდ მიმდინარე სეზონში მეოთხე, ხოლო ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 23:28 წუთი გაატარა, აღნიშნულ დროში ქართველმა კალათბურთელმა 15 ქულას, 7 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. სანდრომ 7-დან 3 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი მასპინძელთა მხრიდან სკოტ ბარნსი გახდა, რომლის ანგარიშზეც 23 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა იყო.

შეგახსენებთ, რომ "ტორონტოს" 4 მოგება და ამავე რაოდენობის მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 8 ნოემბერს სტუმრად "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ გამართავს.




სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090308