კალათბურთი

10:49 | 5.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ორლანდო" სტუმრად "ატლანტასთან" დამარცხდა, ბითაძემ 13 წუთში 4 ქულა ჩააგდო

NBA-ს მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" სტუმრად "ატლანტა ჰოუქსს" დაუპირისპირდა და 127:112 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე ჯამში 12:54 წუთი გაატარა. აღნიშნულ დროში საქართველოს ნაკრების ცენტრმა 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ბითაძემ 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 2-დან ორივე საჯარიმო ზუსტად ისროლა.

აღნიშნულ მატჩში ყველაზე მეტი ქულა 22 "ორლანდოს" ლიდერმა პაულო ბანკერომ ჩააგდო, რასაც 11 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემაც მიამატა და მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ "ორლანდოს" 3 მოგება და 5 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 8 ნოემბერს საკუთარ მოედანზე გამართავს და "ბოსტონ სელტიკს" დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093817