ესპანური "კადისის" ქართველი ფეხბურთელის იური ტაბატაძის კარგმა თამაშმა არაერთი კლუბის ინტერესი გამოიწვია და როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა fichaje იტყობინება, ქართველის გადაბირებით ყველაზე მეტად ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენლები "ფულემი" და "ბრაიტონი" არიან დაინტერესებულნი.
როგორც ირკვევა, "ფულემის" წარმომადგენლებმა ტაბატაძის აგენტთან უკვე დაამყარეს პირველი კომუნიკაცია და მოლაპარაკებები დაწყებულია. ლონდონელები ქართველ ფეხბურთელს ძალიან მიმზიდველ საბაზრო შესაძლებლობად მიიჩნევს. ამასთან ერთად იური ტაბატაძის პროფილი იდეალურად ერგება გუნდის სათამაშო სტილს, რომელიც სწრაფ ვინგერს ეძებს, რომელსაც შეუძლია ფლანგზე მუდმივი საფრთხის შექმნა.
"ფულემის" გარდა ტაბატაძის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს "ბრაიტონი", რომელიც ცნობილია შედარებით უცნობი მოთამაშეების აღმოჩენით და მათი პრემიერ ლიგის ვარსკვლავებად გადაქცევით. სწორედ ასეთ ფეხბურთელად მიიჩნევენ იურის.
შეგახსენებთ, რომ იური ტაბატაძე "იბერიადან" "კადისსში" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 450 ათასი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 25 წლის შემტევმა ახალი კლუბის მაისურით 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.









