ამჟამად საუკეთესო არგენტინელ თავდამსხმელად აღიარებული ხულიან ალვარესი მის გარშემო იმედიანი სახეებით მორუზრუზე ქალბატონებს მოუწოდებს, რომ უმჯობესია წვალებას შეეშვან და სხვა საქმით დაკავდნენ, რადგან უკვე დიდი ხანია მისი გული და სხეულის სხვა ნაწილებიც ერთ გოგოს ეკუთვნის და ეს გოგო ისეთი ვინმეა, ცოცხალი თავით არ დათმობს არც ამ ბიჭსა და არც მის ორგანოებს.
ხულიანის ბავშვობის მეგობარი და დიდი ხნის პარტნიორი მარია ემილია ფერეირო 2019 წლიდან მის ოფიციალურ გულისსწორად ითვლება. წელს ზაფხულში განაცხადეს, რომ ვაჟიშვილს ელოდებიან და როგორც ამას ბევრი აკეთებს, 2026 წელს გრანდიოზულ ქორწილსა და ბავშვის ნათლობას ერთად გადაიხდიან.
მარია ემილია ფერეირო სპორტთან შორს სულაც არ არის. იგი ფიზიკური აღზრდის პედაგოგია და მათი შეხვედრის დღიდან ხულიანის გვერდით დგას არა მხოლოდ როგორც სატრფო არამედ როგორც ადამიანი, ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აქტიურია და ღია მხარდაჭერას უწევს არგენტინელი შემტევის სპორტულ წარმატებებს. მარია ემილიას პირადი სოციალური ქსელი სწორედ ხულიანის პოპულარიზებითაა დაკავებული.









