მადრიდის "რეალის" 22 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის "ლივერპულთან" ჩატარებული მატჩი 50-ე იყო ევროპის პრესტიჟულ ტურნირზე, რითაც გახდა პირველი ფეხბურთელი ვინც აღნიშნულ ტურნირზე ამ ასაკში 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ბელინგემმა ლეგენდარული იკერ კასილასის რეკორდი დაამხო.
ცნობისთვის, ბელინგემს ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 50 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 13 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.
შეგახსენებთ, რომ "ლივერპულისა" და მადრიდის "რეალის" მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.









