გუშინ ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "რეალს" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა UFC-ის მსუბუქი დივიზიონის მებრძოლი პედი პიმბლეტი, რომელიც "ლივერპულის" გულშემატკივარია. ინგლისელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში სტივენ ჯერარდთან გადაღებული სურათი გამოაქვეყნა და პოსტში ილია თოფურიასაც მიმართა:
"სად იყავი დღეს ღამით ილია? მეგონა მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი იყავი. ერთი სული მაქვს როდის შევხვდებით ოქტაგონში, რომ ისე დაგჩაგრო, როგორც დღეს "ლივერპული" ჩაგრავდა შენს გუნდს 90 წუთის განმავლობაში", - წერს პიმბლეტი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის ორთაბრძოლა უკვე შეთანხმებულია და ის 2026 წლის დასაწყისსში გაიმართება.









