ფეხბურთი

14:05 | 5.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტი: “გუნდმა სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა”

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-4 ტურში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “რეალს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა “მერსესაიდელთა” მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა, რომელმაც თავისი ფეხბურთელები შეაქო.

“დღეს ჩვენ ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და აქამდე მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ასეთი მატჩების მოგება. ფეხბურთელებმა მოედანზე ყველაფერი გაიღეს, ეს ჩვენი გუნდის საუკეთესო მატჩი იყო ამ სეზონში.

გულშემატკივრებმა მოედანზე შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს, ისინი მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერრბულან და დამატებით ენერგიას და მუხტს გვაძლევდნენ. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო. არნოლდზე ბევრის საუბარს არ ვაპირრბ, ის ჩემთვის როგორც ადამიანი და ფეხბურთელი განსაკუთრებულია”, - განაცხადა სლოტმა.


შეგახსენებთ, რომ “ლივერპულს” და “რეალს” ოთხი ტურის შემდეგ 9-9 ქულა აქვთ და მე-5- მე-6 ადგილებს იყოფენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100645