სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:00 | 5.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

დანიელე დე როსი სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს

42 წლის იტალიელი სპეციქლისტი დანიელე დე როსი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება და როგორც ცნობილი ხდება “ჯენოას” ჩაუდგება სათავეში.

როგორც ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, დე როსისა და გენური კლუბის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა დღეს არის ჩანიშნული, სადაც მხარეები ბოლო დეტალებს შეათანხმებენ და ინფორმაციაც ოფიციალურად დადასტურდება. თავდაპირველი ინფორმაციით დე როსი კლუბთან ხელშეკრულებას სეზონის ბოლომდე გააფორმებს, თუმცა თუ “ჯენოა” სერია A-ში ადგილს შეინარჩუნებს, მას კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ.

შეგახსენებთ, რომ “ჯენოას” 10 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მე-18 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.102577