ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-4 ტურში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალს” უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა შეხვედრა შეაფასა და კომენტარი ტიბო კურტუას შესახებაც გააკეთა.
“რთული და დაძაბული მატჩი გამოვიდა, თუმცა კარგად ვითამაშეთ და ახლა მოგებით ტკბობის დროა. პირველ ნახევარში კარგი სეივი მქონდა, თუმცა საერთო ჯამში ბევრი საქმე არ მქონია. რაც შეეხება კურტუას, ის დიდებული მეკარეა და ნამდვილი “შეშლილია”. რამდენიმე უმაღლესი დონის სეივი ჰქონდა. მის გამო მოხარული ვარ.
დიახ გუნდს შეიძლება ჰქონდეს ცუდი პერიოდი, თუმცა უნდა იბრძოლო და იმუშაო დასაბრუნებლად, როგორც ეს დღევანდელ მატჩში გავაკეთეთ”, - განაცხადა მამარდაშვილმა.
გიორგი მამარდაშვილმა "ლივერპულის" მაისურით კარი მშრალად უკვე ორ მატჩი შეინახა. ქართველ მეკარეს "რეალის" წინააღმდეგ 2 მოგერიება ჰქონდა. რაც შეეხება ტიბო კურტუას, ბელგიელმა "ლივერპულის" წინააღმდეგ საოცარი შეხვედრა ჩაატარა და 8 სეივი ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ “ლივერპულს” და “რეალს” ოთხი ტურის შემდეგ 9-9 ქულა აქვთ და მე-5- მე-6 ადგილებს იყოფენ.









