„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ფრანკფურტის „აინტრახტთან“ მატჩის (0:0) შემდეგ ისაუბრა.
როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეტოქემ მათ წინააღმდეგ კატენაჩო ითამაშა:
„გოლს თუ ვერ გაიტან, ვერც გაიმარჯვებ. გერმანული გუნდის წინააღმდეგ ევროპული ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ ისე, რომ გვეთამაშა, როგორც „აინტრახტმა“ ითამაშა, იტყოდნენ, რომ ძველი ეპოქის ფეხბურთი, კატენაჩო ვითამაშეთ. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ბიჭებზე სასაყვედურო არაფერი მაქვს, რამდენიმე შესანიშნავი მომენტი გვქონდა.
ასეთი მატჩები იცვლება, როდესაც ანგარიშის გახსნას ახერხებ. მეორე ტაიმში მოვუმატეთ და საოცარი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. თუ ანგისა, მაკტომინეი და ჰოილუნი გაიტანდნენ, თამაში 3:0 დასრულდებოდა“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ ოთხი ქულა აქვს მოპოვებული.









