ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ლისაბონის „სპორტინგთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„იუვემ“ ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. სპალეტის სჯერა, რომ ასე თუ გააგრძელებენ, ბევრ მატჩს მოიგებენ:
„სპორტინგი“ ძალიან კარგი გუნდია, რომელიც შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ბურთის ფლობა უყვარს და კონტრშეტევებზე სწრაფად გადადის. რთული დასაწყისი გვქონდა, მაგრამ შემდეგ კარგი რეაქცია გამოვავლინეთ. თამაშზე კონტროლი დავაწესეთ და ორი-სამი შესანიშნავი მომენტის გამო მეორე გოლიც დავიმსახურეთ. საერთო ჯამში შესანიშნავად ვითამაშეთ. რაც მახარებს და მარწმუნებს, ისაა, რომ გუნდში ძლიერი ფეხბურთელებია, რომლებსაც განსხვავების შექმნა შეუძლიათ. გვაქვს ხარისხი, ვფიქრობ, ძლიერი გუნდი მყავს. თუ ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ, ბევრ მატჩს მოვიგებთ“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის ოთხ ტურში მხოლოდ 3 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო ტურში სტუმრად „ბოდო გლიმტს“ შეხვდება.









