„დინამო თბილისის“ 19-წლამდე გუნდმა უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე ეტაპიც გადალახა.
„დინამოს“ ლარნაკას აეკ-თან სტუმრად 4:3 ჰქონდა მოგებული და კვიპროსულ გუნდს თბილისში, საპასუხო შეხვედრაშიც აჯობა. ამჯერად - 2:0. გოლები რეზი დანელიამ და ჰალიდ დოლტმურზიევმა გაიტანეს. შედეგად, „დინამომ“ ორი მატჩის ჯამში 6:3 გაიმარჯვა. თბილისელებმა მანამდე პირველ წრეში ბოსნიურ „ჟრინსკის“ აჯობა.
„დინამო“ პირველი ქართული გუნდია, რომელიც უეფას ახალგაზრდული ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე მინსკის „დინამო“ იქნება. მატჩები 26 ნოემბერსა და 10 დეკემბერს გაიმართება.









