სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:14 | 5.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ რაიას რეკორდი "არსენალში"

დავიდ რაიამ ლონდონის „არსენალის“ რეკორდი დაამყარა. მან „მეთოფეთა“ მეკარეებს შორის ყველაზე სწრაფად მოახერხა 50-ჯერ კარის მშრალად შენახვა. ესპანელ მეკარეს ამისთვის 110 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

რაიამ ჯიმი აშკროფტის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც შორეულ 1903 წელს 114 მატჩში მოახერხა 50-ჯერ კარის მშრალად დაცვა.

მათ გარდა ხუთეულში არიან მანუელ ალმუნია (50 მშრალი მატჩი 120 მატჩში), იენს ლემანი (50/124) და ოიცეხ შჩესნი (50/126).

აქვე გეტყვით, რომ „არსენალს“ ყველა ტურნირის ჩათვლით ბოლო 8 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173646