ფეხბურთი

23:00 | 5.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბელინგემმა ჩემპიონთა ლიგაზე კასილიასის რეკორდი გააუმჯობესა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში მადრიდის „რეალი“ „ლივერპულთან“ 0:1 დამარცხდა.

ამ მატჩს ითამაშა ჯუდ ბელინგემმა, რომლისთვისაც ეს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 50-ე მატჩი იყო.

Opta-ს ცნობით, ინგლისელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 50 მატჩი ჩაატარა. თამაშის დროს ის 22 წლის და 128 დღის იყო.

წინა რეკორდი მადრიდის „რეალის“ ყოფილ მეკარეს, იკერ კასილასს ეკუთვნოდა, რომელმაც 50-ე მატჩი 22 წლისა და 155 დღის ასაკში ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097694