ფეხბურთი

2:04 | 6.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენის ჰეთ-თრიქი, შოუ "ბრიუგესა" და "ბარსელონას" შესრულებით

ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე ტური დასრულდა, სადაც მორიგი მატჩები გაიმართა.

ყველაზე საინტერესო „ბრიუგე“ – „ბარსელონას“ დაპირისპირება გამოდგა, სადაც გუნდებმა ერთმანეთს 3-3 გოლი გაუტანეს. ბელგიური კლუბი სამჯერ უგებდა „ბარსას“, მაგრამ საბოლოოდ, ქულით მოუწია დაკმაყოფილება. დიდებული იყო კარლოს ფორბსი, რომელმაც ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ნიკოლო ტრესოლდის გაატანინა. მალევე ფერან ტორესმა აღადგინა წონასწორობა, მაგრამ ტაიმი მასპინძლებმა მაინც მოიგეს, რადგან ფორბსმა საგოლე პასს გოლი დაუმატა. მეორე ნახევარში ლამინ იამალმა დიდებული გოლით გაათანაბრა, თუმცა მალევე ფორბსმა დუბლი შეასრულა და ისევ „ბრიუგე“ დააწინაურა. „ბარსელონა“ მარცხისგან იამალმა იხსნა, რომლის აქტიურობამ ცოლისის ავტოგოლი გამოიწვია - 3:3. „ბარსელონას“ 7 ქულა აქვს, მომდევნო ტურში „ჩელსის“ ესტუმრება, ხოლო „ბრიუგეს“ აქტივში 4 ქულაა და „სპორტინგს“ გასვლაზე შეხვდება.

სტამბოლის „გალათასარაიმ“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ამსტერდამში „აიაქსი“ 3:0 გაანადგურა. სამივე გოლი ვიქტორ ოსიმენის აქტივშია, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. „გალათასარაის“ 9 ქულა აქვს, მომდევნო ტურში „უნიონს“ უმასპინძლებს, ხოლო „აიაქსი“ უქულოდაა და წინ „ბენფიკასთან“ თამაში აქვს.

მილანის „ინტერმა“ მაქსიმალურად გამოიყენა ის გარემოება, რომ უმარტივესი კალენდარი ჰქონდა - ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო. თუმცა, იტალიურ გუნდს „კაირატთან“ შინ გაუჭირდა, მხოლოდ 2:1 მოიგო ლაუტარო მარტინესის და კარლოს აუგუსტოს გოლებით. სტუმართა რიგებში გიორგი ზარია 76-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე. „ინტერს“ 12 ქულა გააჩნია და მომდევნო ტურში „ატლეტიკოს“ შეხვდება. „კაირატს“ ერთადერთი ქულა აქვს, წინ „კოპენჰაგენთან“ საგარეო თამაში აქვს.

„ნიუკასლმა“ შინ დენ ბერნის და ჟოელინტინოს გოლებით 2:0 აჯობა „ბილბაოს“ და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. „ბილბაოს“ 3 ქულა აქვს, მომდევნო მატჩს „სლავიას“ ესტუმრება, ხოლო „ნიუკასლმა“ 9 ქულა დააგროვა და „მარსელს“ უნდა ესტუმროს.

„მანჩესტერ სიტიმ“ 4:1 სძლია „დორტმუნდს“ ფილ ფოდენის დუბლით, ერლინგ ჰოლანდისა და რაიან შერკის გოლებით. „მანჩესტერ სიტის“ 10 ქულა აქვს, მომდევნო ტურში „ლევერკუზენს“ უმასპინძლებს, ხოლო „დორტმუნდის“ აქტივში 7 ქულაა და „ვილიარეალს“ უმასპინძლებს.

ბერგამოს „ატალანტამ“ 90-ე წუთზე ლაზარ სამარჯიჩის ულამაზესი გოლით 1:0 სძლია სტუმრად „მარსელს“, რის შედეგადაც 7 ქულა დააგროვა. იტალიურ კლუბს მომდევნო მატჩი გასვლაზე „აინტრახტთან“ ექნება, ხოლო „მარსელის“ მონაგარი ჯერჯერობით 3 ქულაა და „ნიუკასლს“ შინ შეხვდება.

„აიაქსი“ – „გალათასარაი“ 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 ოსიმენი (59), 0:2 ოსიმენი (65, პენ), 0:3 ოსიმენი (78, პენ)

„ბენფიკა“ – „ლევერკუზენი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 შიკი (65)

„ბრიუგე“ – „ბარსელონა“ 3:3 (2:1)

გოლები: 1:0 ტრესოლდი (6), 1:1 ტორესი (8), 2:1 ფორბსი (17), 2:2 იამალი (61), 3:2 ფორბსი (64), 3:3 ცოლისი (77, ა.გ)

„ინტერი“ – „კაირატი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ლაუტარო მარტინესი (45), 1:1 არადი (55), 2:1 კარლოს აუგუსტო (67)

„მანჩესტერ სიტი“ – „დორტმუნდი“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ფოდენი (22), 2:0 ჰოლანდი (29), 3:0 ფოდენი (57), 3:1 ანტონი (72)

„ნიუკასლი“ – „ბილბაო“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბერნი (11), 2:0 ჟოელინტონი (49)

„მარსელი“ – „ატალანტა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 სამარჯიჩი (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.17395