მიკელ არტეტას „არსენალი“ ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე კარი „მშრალად“ შეინარჩუნა. მე-4 ტურში ინგლისურმა კლუბმა პრაღის „სლავია“ გამანადგურებელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
არტეტას შეგირდების გოლების სხვაობა 11:0-ია და „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა. „ინტერმა“ ერთი გოლი გაუშვა, გოლების სხვაობით 11:1. იტალიური კლუბი ცხრილში მესამე ადგილზეა.
პირველ ადგილზეა „ბაიერნი“, რომლის გოლების სხვაობაც 14:3-ია.









