ფეხბურთი

12:50 | 6.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკმა განმარტა, თუ რატომ ვერ შეძლო „ბარსელონამ“ „ბრიუგეს“ დამარცხება

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის „ბრიუგესთან“ ფრედ დასრულებულ მატჩზე ისაუბრა.

„რთული მატჩი იყო. „ბარსელონამ“ შანსები შექმნა, მაგრამ მეტოქე კარგად იცავდა თავს და აგრესიულად თამაშობდა. ჩვენ საკმარისად კარგად ვერ ვახერხებდით პრესინგის შესრულებას და ბევრი დუელი წავაგეთ, განსაკუთრებით მოედნის ცენტრში. ასეთ თამაშში მცველებისთვის რთულია თავიანთი საქმის კეთება. „ბარსელონამ“ ამაზე უნდა იმუშაოს და ყველაფერი საფუძვლიანად გააანალიზოს. ჩვენ უფრო ინტენსიურად უნდა ვითამაშოთ ბურთის გარეშე, ვიყოთ ფხიზლები და არ მივცეთ გუნდებს შანსის შექმნის საშუალება ერთი ან ორი შეხებით. უნდა გავმაგრდეთ არა მხოლოდ დაცვაში, არამედ მოედნის ცენტრშიც. ეს უნდა გავაუმჯობესოთ“, - ციტირებს ფლიკის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

ბარსელონამ 7 ქულა დააგროვა და ლიგის საერთო ცხრილში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. „ბრიუგე“ 4 ქულით 22-ე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08786