ფეხბურთი

13:46 | 6.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერის“ მწვრთნელმა კივუმ ჩემპიონთა ლიგის მატჩში „კაირატთან“ გამარჯვებაზე ისაუბრა

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან კივუმ ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში ყაზახურ „კაირატთან“ გამარჯვებაზე ისაუბრა. „ინტერმა“ 2:1 მოიგო.

„შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა, მაგრამ სამი ქულა გვაქვს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. 12 ქულის მოპოვება გვინდოდა და ამას მივაღწიეთ. ცხრილში ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით, მას ისეთს ვიღებ, როგორიც არის. ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის რთულია.

ვმუშაობ, რომ ჩემი მოთამაშეები მაქსიმალურად მოტივირებულნი იყვნენ. ზოგჯერ ცოტა ვჩქარობდით, მაგრამ შემდეგ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, გავიტანეთ გოლები და გავიმარჯვეთ“, - ციტირებს კივუს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

ჩემპიონთა ლიგის 4 ტურის შემდეგ „ინტერს“ მაქსიმალური 12 ქულა აქვს და საერთო ცხრილში მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097866