ბრაზილიელი ნეიმარის დედა, ნადინე გონსალვესი წლების მანძილზე იმდენჯერ და ისეთი ამბების გამო გახდა ბულვარული მედიის საკბილო, რომ ვეტერან შემტევს როგორც ჩანს ყელში ამოუვიდა დედის „მოუთმენლობა გულისა“ და ქალბატონი ნადინეს შესახებ დასმულ კითხვებს ოფიციალურად აღარ პასუხობს.
თუმცა, ყველაფერს აქვს დასასრული და ამასწინათ თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბარში ნეიმარმა განაცხადა, რომ დედასთან ძველებურად კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა და ამაში ხელი იმანაც შეუწყო, რომ მის გონსალვესი „აზრზე მოვიდა“ და N5 ზომა აზღუდი ფეხბურთელის ბუცებივით საბოლოოდ დაკიდა კედელზე.
მედიას ამ ოჯახთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმის წამოწყების მიზეზი კი როგორც გახსოვთ 2020 წლის აპრილში მიეცა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ქალბატონი ნადინე 22 წლის ვინმე ტიაგო რამოსს ხვდებოდა, რომელიც მაშინ ასაკით ნეიმარზე პატარა იყო.









