„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „ბრიუგესთან“ მატჩის (3:3) შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი 1:0-ზე ვერ ითამაშებს.
როგორც გერმანელმა აღნიშნა, „ბარსას“ თავისი დნმ აქვს, რომელშიც დაცვითი ფეხბურთის თამაში არ შედის:
„შეგვიძლია რამდენიმე რამ შევცვალოთ, მაგრამ ასევე უნდა დავიცვათ ჩვენი ფილოსოფია. არ გვჭირდება ჩვენი თამაშის სტილის შეცვლა, ჩვენ „ბარსა“ ვართ. ეს ჩვენი დნმ-ის ნაწილია... 3:3 ფრე არც ისე კარგი შედეგია, მაგრამ ვიბრძოლეთ და სამჯერ გავათანაბრეთ ანგარიში. 1:0-ს მოგებაზე ვერ ვითამაშებთ, ეს არც ჩემი სტილია და არც „ბარსელონასი“, - აღნიშნა ჰანსმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „ბრიუგესთან“ სამჯერ აგებდა, მაგრამ შინ ქულით დაბრუნება მაინც მოახერხა.









