დანიელე დე როსი "ჯენოას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ახალგაზრდა სპეციალისტი წელიწადზე მეტი იყო უმუშევარი, მას შემდეგ, რაც „რომადან“ დაითხოვეს, სწორედ „ჯენოასთან“ მატჩის შემდეგ. დე როსიმ გენუელები სეზონის ბოლომდე ჩაიბარა, სერია A-ში ადგილის შენარჩუნების შემთხვევაში კი კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს.
გენუურმა კლუბმა მიმდინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო, 10 ტურში 6 ქულით გასავარდნ ზონაშია და ამიტომ, პატრიკ ვიეირა გაათავისუფლეს.
დანიელე დე როსის მწვრთნელად აქამდე „სპალსა“ და „რომაში“ მუშაობის გამოცდილება აქვს.









