საფრანგეთის ნაკრები ნოემბერში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორ მატჩს ჩაატარებს.
მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 24 ფეხბურთელია. „მამლებს“ დანაკლისიც აქვთ, რადგან უსმან დემბელე, ადრიენ რაბიო და დეზირე დუე უახლოეს შეხვედრებს ტრავმების გამო გამოტოვებენ.
მათ გარეშე კი, დეშამმა არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე გააკეთა:
მეკარეები: ლუკა შევალიე (პსჟ), მაიკ მენიო (მილანი), ბრის სამბა (რენი)
მცველები: ლუკა დინი (ასტონ ვილა), მალო გუსტო (ჩელსი), ლუკა ერნანდესი (პსჟ), ტეო ერნანდესი (ალ-ჰილალი), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული), ჟულ კუნდე (ბარსელონა), ვილიამ სალიბა (არსენალი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი)
ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რეალი), ნგოლო კანტე (ალ-იტიჰადი), მანუ კონე (რომა), მაიკლ ოლისე (ბაიერნი), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ)
თავდამსხმელები: მაგნის აკლიუში (მონაკო), ბრედლი ბარკოლა (პსჟ), რაიან შერკი (მანჩესტერ სიტი), უგო ეკიტიკე (ლივერპული), რანდალ კოლო მუანი (ტოტენჰემი), ჟან-ფილიპ მატეტა (კრისტალ პალასი), კილიან მბაპე (რეალი), კრისტოფერ ნკუნკუ (მილანი)
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით ლიდერია, 13 ნოემბერს, უკრაინას პარიზში შეხვდება, ხოლო 13 ნოემბერს, ბაქოში, აზერბაიჯანს ესტუმრება.









