გერმანიის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი ორი მატჩისთვის 25-კაციანი შემადგენლობით მოემზადება.
მთავარმა მწვრთნელმა განაცხადი დაასახელა, რომელშიც 19 წლის საიდ ელ მალაც მოხვდა. „კიოლნის“ ნიჭიერი შემტევი ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს:
მეკარეები: ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), ალეკსანდერ ნიუბელი (შტუტგარტი), ფინ დამენი (აუგსბურგი), ნოა ატუბოლუ (ფრაიბურგი)
მცველები: ვალდემარ ანტონი (დორტმუნდი), ბოტე ბაკუ (ლაიპციგი), ნათანიელ ბრაუნი (აინტრახტი), დავიდ რაუმი (ლაიპციგი), ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი), ჯონათან ტაა (ბაიერნი), მალიკ ჩაო (ნიუკასლი)
ნახევარმცველები: კარიმ ადეიემი (დორტმუნდი), ფელიქს ნმეჩა (დორტმუნდი), ალეკსანდარ პავლოვიჩი (ბაიერნი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), ნადიმ ამირი (მაინცი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ლეონ გორეტცკა (ბაიერნი), ჯეიმი ლეველინგი (შტუტგარტი), ლეროი სანე (გალათასარაი), ფლორიან ვირტცი (ლივერპული), კევინ შადე (ბრენტფორდი)
თავდამსხმელები: ჯონათან ბურკარდტი (აინტრახტი), ნიკ ვოლტემადე (ნიუკასლი), საიდ ელ მალა (კიოლნი)
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებს ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და 14 ნოემბერს, ლუქსემბურგს სტუმრად შეხვდება, ხოლო 17 ნოემბერს, სლოვაკეთს უმასპინძლებს.









