ბერგამოს „ატალანტას“ მწვრთნელმა ივან იურიჩმა და ფეხბურთელმა ადემოლა ლუკმენმა „მარსელთან“ მატჩის დროს იჩხუბეს. საქმე ლამის ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა.
ლუკმენი უკმაყოფილო დარჩა, როდესაც 74-ე წუთზე მწვრთნელმა მისი შეცვლა გადაწყვიტა, რასაც დაძაბულობა მოჰყვა:
„რა მოხდა? ის, რაზეც ყოველ კვირას ჩვეულებრივად ვაკეთებთ კომენტარებს, მაგალითად, დე ბრუინსაც ჰქონდა ეს შემთხვევა „ნაპოლიში“. ფეხბურთელები უარს ამბობენ მოედნიდან გამოსვლაზე და არის გარკვეული უკონტროლო რეაქციები, მაგრამ სულ ესაა. იქ სრულდება, ასეთი რაღაცეები ხდება. შეიძლება ცოტა გაზვიადებული იყოს რეაქცია ცხელ გონებაზე, მაგრამ მთავარია „ატალანტა“, გუნდი და გულშემატკივრები. ჩემთვის ეს პრობლემა არ არის. მთავარია „სასუოლოს“ წინააღმდეგ გამარჯვება“, - განმარტა იურიჩმა.
ადემოლა ლუკმენს ჯერჯერობით, მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. ნიგერიელ ფეხბურთელს კლუბთან ისედაც პრობლემები ჰქონდა, სეზონის დასაწყისში შემადგენლობას ჩამოცილებული იყო და გუნდში ცოტა ხნის წინ დააბრუნეს.









