ფეხბურთი

19:36 | 6.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის "ატლანტას" მწვრთნელად ტატა მარტინო დაინიშნა

„ატლანტა იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად 62 წლის არგენტინელი სპეციალისტი ხერარდო (ტატა) მარტინო დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

შესაბამისად, საბა ლობჟანიძე, რომელიც „ატლანტას“ ფეხბურთელია, ამიერიდან მარტინოს ხელმძღვანელობით ითამაშებს.

ტატა მარტინო ბოლოს „ინტერ მაიამიში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე მექსიკის ნაკრებში, ატგენტინის ნაკრებში, „ბარსელონაში“, „ნიუელს ოლდ ბოიზში“, პარაგვაის ნაკრებში, „ლიბერტადში“, „კოლონში“, „სერო პორტენიოში“, „ინსტიტუტოსა“ და „პლატენსეში“, ხოლო 2016-2018 წლებში „ატლანტაში“ ერთხელ უმუშავია.

„ატლანტა იუნაიტედმა“ MLS-ის გასული სეზონი ჩააგდო, აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა მე-14 ადგილზე გავიდა და პლეი-ოფს მიღმა დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.178211