ფეხბურთი

20:50 | 6.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსიდან" ჰეიტინგა გაუშვეს და შესაძლოა, ტენ ჰაგი დაბრუნდეს

ამსტერდამის „აიაქსიდან“ ჯონ ჰეიტინგა დაითხოვეს. მიზეზი წარუმატებელი შედეგებია.

ნიდერლანდელს კარისკენ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში საკუთარ მოედანზე „გალათასარაისთან“ 0:3 მარცხის შემდეგ მიუთითეს.

„აიაქსში“ შესაძლოა, ერიკ ტენ ჰაგი დაბრუნდეს, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, ნიდერლანდელ სპეციალისტს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

„აიაქსისთვის“ სეზონი კატასტროფულად მიმდინარეობს: ერედივიზიონში 20 ქულით მხოლოდ მეოთხე ადგილზეა (5 მოგება 11 ტურში), ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე, ოთხივე მატჩი წააგო, რის შედეგადაც, „ბენფიკასთან“ ერთად ბოლო ადგილს იყოფს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.1009