ფეხბურთი

21:20 | 6.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ The Best-ის 11 ნომინანტი დაასახელა

ფიფამ 2025 წლის The Best-ის 11 ნომინანტი დაასახელა და ახლა ფიფას საიტზე გამოკითხვა მიმდინარეობს, რათა საუკეთესო გამოვლინდეს.

ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი, ოთხი ფეხბურთელი სწორედ „პარი სენ-ჟერმენიდანაა“. სამაგიეროდ, ხვიჩა კვარაცხელია ნომინირებულია წლის სიმბოლური ნაკრების შემტევების პოზიციაზე. ნომინანტებში არ არიან ერლინგ ჰოლანდი, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუც.

11 ნომინირებულის სია ასეთია:

უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო), ჰარი კეინი (ბაიერნი, ინგლისი), კილიან მბაპე (რეალი, საფრანგეთი), ნუნუ მენდეში (პსჟ, პორტუგალია), კოულ პალმერი (ჩელსი, ინგლისი), პედრი (ბარსელონა, ესპანეთი), რაფინია (ბარსელონა, ბრაზილია), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე), ვიტინია (პსჟ, პორტუგალია), ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი).

The best-ის დაჯილდოება 2016 წლიდან ტარდება, ბოლო გამარჯვებული ვინისიუსია, რომელიც ამჯერად ნომინანტებში ვერ მოხვდა.

გარდა ამისა, ცნობილია წლის მწვრთნელის 7 ნომინანტიც: ხავიერ აგირე (მექსიკის ნაკრები), მიკელ არტეტა (არსენალი), ლუის ენრიკე (პსჟ), ჰანსი ფლიკი (ბარსელონა), ენცო მარესკა (ჩელსი), რობერტო მარტინესი (პორტუგალიის ნაკრები), არნე სლოტი (ლივერპული).

წლის საუკეთესო მეკარის რვა ნომინანტის სია ასეთია: ალისონ ბეკერი (ლივერპული), ტიბო კურტუა (რეალი), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/მანჩესტერ სიტი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), დავიდ რაია (არსენალი), იან ზომერი (ინტერი), ვოიცეხ შჩესნი (ბარსელონა).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09651