სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:30 | 7.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

იური ტაბატაძე: "სასიამოვნო გრძნობაა, როცა ოცნება ხდება"

„კადისის“ ფეხბურთელი იური ტაბატაძე საქართველოს ნაკრებში პირველ გამოძახებას გამოეხმაურა.

25 წლის ქართველი შემტევის კომენტარი ესპანური გუნდის სოციალურ ქსელში გავრცელდა:

„ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როცა ოცნება ხდება, რადგან საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა ყველაზე მაღალი დონეზე - ეს თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა. განსაკუთრებული მომენტია, როცა ესპანეთის წინააღმდეგ თამაშობ, რადგან შეგიძლია შენი შესაძლებლობები ლა ლიგის ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოსცადო. ჩემთვის ეს დიდი პატივია. როცა შენი ქვეყნისთვის თამაშობ, ეს ნიშნავს, რომ იბრძვი თითოეული ბურთისთვის, თითოეულ ეპიზოდში, იმისთვის, რომ შენი ხალხი გააბედნიერო.

ეს განსაკუთრებულია, რადგან ჩემი შემდეგი ნაბიჯი, ისევე როგორც „კადისის“ შემდეგი ნაბიჯი, ლა ლიგაში თამაშია. ასე რომ, შემიძლია ჩემი თავი გამოვცადო ლა ლიგის მოთამაშეების წინააღმდეგ, რათა გამოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები და გავიგო, როგორ შემიძლია ასეთ დონეზე თამაში.

ასევე, მინდა წარმატება ვუსურვო გუნდს „ალმერიასთან“ თამაშში, რადგან ვერ შევძლებ ამჯერად „კადისის“ დახმარებას. ამიტომ ვუსურვებ წარმატებას ჩემს თანაგუნდელებს და მჯერა, რომ შეგვიძლია „ალმერიასთან“ გამარჯვება, - თქვა ტაბატაძემ.

შეგახსენებთ, რომ იური ტაბატაძე საქართველოს ნაკრებში პირველად გამოიძახეს. მას ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ესპანეთის თასის ერთ შეხვედრაში ორი საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.104898