სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:49 | 7.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ამორიმი: "რონალდუმ იცის, რომ ყველაფერს, რასაც ამბობს, უდიდესი გავლენა აქვს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა კრიშტიანუ რონალდუს განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც პორტუგალიელმა თქვა, არ უნდა იფიქრონ წარსულზე, არამედ ყურადღება მომავალზე უნდა გაამახვილონ:

„რა თქმა უნდა, რონალდუ ხვდება, რომ ყველაფერს, რასაც ამბობს, უდიდესი გავლენა აქვს. თუმცა, ჩვენ მომავალზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. როგორც კლუბმა, ვიცით, რომ წარსულში ბევრი შეცდომა დავუშვით. ვცდილობთ ამის შეცვლას. არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც უკვე მოხდა. მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ყურადღება მიმდინარე სამუშაოზე გავამახვილოთ. ჩვენ ბევრს ვცვლით - სტრუქტურას, მოთამაშეების დამოკიდებულებას, ვცდილობთ გაუმჯობესებას. მოდით, ცოტა ხნით წარსული დავივიწყოთ“, - თქვა ამორიმმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს განცხადებით, რუბენ ამორიმს სასწაულების მოხდენა არ შეუძლია და „მანჩესტერის“ სტრუქტურაში ცვლილებია საჭირო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099988