„ნიუკასლის“ ფეხბურთელმა სანდრო ტონალიმ განაცხადა, რომ ამჟამად ინგლისურ გუნდში ბედნიერია, მაგრამ ვერ იტყვის, რომ იქ კიდევ 10 წლით დარჩენა უნდა.
„ახლა აქ ბედნიერი ვარ, სხვა გუნდზე არ ვფიქრობ. თუმცა, არ მინდა ვთქვა, რომ დიახ, აქ 10 წელი დარჩენა მინდა. ვნახოთ, მომავალში რა მოხდება“, - თქვა ტონალიმ.
შეგახსენებთ, რომ სანდრო ტონალი „ნიუკასლში“ 2023 წლიდან თამაშობს და 67 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის სამშობლოში, „მილანის“ და „ბრეშას“ ღირსებას იცავდა.









