მადრიდის „რეალს“ ორელინ ჩუამენი გამოაკლდა. ფრანგ ფეხბურთელს კუნთის ტრავმა აქვს.
ჩუამენი მოედანზე დეკემბრის დასაწყისამდე ვერ დაბრუნდება. ზუსტი დრო კი, რომლის გამოტოვება მოუწევს, ჯერჯერობით, უცნობია. ის მოახლოებულ მატჩებში საფრანგეთის ნაკრებსაც ვერ დაეხმარება.
ორელინ ჩუამენიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.









