ზოგს რომ ლამინ იამალის სექსმოყვარეობა და ხურუში აკვირვებდა, იმ ხალხმა გაოცება დროებით უნდა დაივიწყოს, რადგან როგორც აღმოჩნდა შვილზე არანაკლებად სექსმოყვარე, მისი მშობელი მამა, მუნირ მასრაუი ყოფილა, რომელმაც 39 წლის ასაკში კიდევ ერთხელ გაშალა ფრთები და ახალი ცოლი შეირთო.
ლამინი ჯერ კიდევ შარშან გამოთქვამდა იმედს, რომ მისი მშობლები შერიგდებდნენ და თანაცხოვრებას გააგრძელებდნენ, მაგრამ მუნირმა სულ სხვანაირად იფიქრა და ცოლად მასზე მთელი 16 წლით უმცროსი და ლამინ იამალზე მხოლოდ ხუთი წლით დიდი გოგონა, ვინმე კრისტინა მოიყვანა. ლამინმა ეს ამბავი მედიისგან გაიგო და ისეთი სახე მიიღო, როგორსაც მისგან გაბითურებული მეკარეები იღებენ ხოლმე.
კატალონიის „ბარსელონას“ სეპერშემტევი მამის ქორწინებაზე კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ მისი კომენტარის გარეშეც „ყვითელი მოკალმეები“ მრავალ ჭორს აგორებენ და იმაზე ხითხითებენ, ხალხს 18 წლის ბიჭის ამბები უკვირდა და ამ დროს მამამისი მთლად გადარეული ყოფილაო.







