სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:00 | 7.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსა და თურქეთთან მატჩებისთვის ცნობილია

ესპანეთის ნაკრები თბილისში, 26 ფეხბურთელით ჩამოვა, თუმცა დანაკლისით. მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ 26-კაციანი განაცხადი დაასახელა, რომელშიც ტრავმების გამო პედრი, რობინ ლე ნორმანი და როდრი ვერ მოხვდნენ.

სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდენ ლამინ იამალი, დინ ჰაუსენი, დანი ოლმო და ფაბიან რუისი, რომლებსაც ოქტომბრის ფანჯარა გაუცდათ. დე ლა ფუენტემ საქართველოსა და ესპანეთთან მატჩებისთვის შემდეგი შემადგენლობა შეარჩია:

მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (არსენალი), ალექს რემირო (სოსიედადი)

მცველები: ემერიკ ლაპორტი (ბილბაო), დანი ვივიანი (ბილბაო), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), მარკ კუკურელია (ჩელსი), პაუ კუბარსი (ბარსელონა), დინ ჰაუსენი (რეალი), პედრო პორო (ტოტენჰემი)

ნახევარმცველები: ფაბიან რუისი (პსჟ), მარტინ ზუბიმენდი (არსენალი), მიკელ მერინო (არსენალი), ალეიშ გარსია (ლევერკუზენი), პაბლო ბარიოსი (ატლეტიკო), ალექს ბაენა (ატლეტიკო), პაბლო ფორნალსი (ბეტისი)

თავდამსხმელები: მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), იერემი პინო (კრისტალ პალასი), დანი ოლმო (ბარსელონა), ფერმინ ლოპესი (ბარსელონა), ლამინ იამალი (ბარსელონა), ფერან ტორესი (ბარსელონა), სამუ აგეჰოვა (პორტუ), ბორხა იგლესიასი (სელტა)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს. ჯგუფს ესპანეთი 12 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 9 ქულით თურქეთია, შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს, სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება.

ესპანეთის ნაკრებს 12 ქულა აქვს და ერთადერთი ქულა სჭირდება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეს. „ფურია როხა“ თბილისში სტუმრობის შემდეგ ბოლო ტურში თურქეთს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090693