ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ დიმიტროვმა ნოემბრის მატჩებისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ბულგარეთი თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების წინააღმდეგ მატჩებისთვის ასეთი შემადგენლობით მოემზადება:
მეკარეები: დიმიტარ მიტოვი (აბერდინი), ალექს ბოჟევი (სლავია), დიმიტარ ევტიმოვი (ბოტევი)
მცველები: პეტკო ხრისტოვი (სპეცია), ატანას ჩერნევი (ამადორა), კრისტიან დიმიტროვი (ლევსკი), როსენ ბოჟინოვი (ანტვერპენი), ანტონ ნედიალკოვი (ლუდოგორეცი), მარტინ გეორგიევი (სლავია), ვიქტორ პოპოვი (კორონა), ხრისტიან პეტროვი (ჰერენვეენი)
ნახევარმცველები: ილია გრულევი (ლიდსი), ფილიპ კრისტოვი (ოქსფორდ იუნაიტედი), ანდრიან კრაევი (ჰაპოელი), კრისტიან სტოიანოვი (სლავია), სტანისლავ შოპოვი (ოსიეკი), ივაილო ჩოჩევი (ლუდოგორეცი), ივან იორდანოვი (ლუდოგორეცი)
თავდამსხმელები: მარინ პეტკოვი (ლევსკი), რადოსლავ კირილოვი (ლევსკი), გეორგი რუსევი (ცსკა 1948), ზდრავკო დიმიტროვი (ბოდრუმი), კირილ დესპოდოვი (პაოკ), მარტინ მინჩევი (კრაკოვია), ვლადიმირ ნიკოლოვი (კორონა)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს. ჯგუფს ესპანეთი 12 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 9 ქულით თურქეთია, შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს, სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება.







