ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ნოემბრის მატჩებისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
გერმანელმა სპეციალისტმა ერთი დებიუტანტი გამოიძახა - ალექს სკოტი „ბორნმუთიდან“. გარდა ამისა, ნაკრებს დაუბრუნდა მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი. ინგლისი მუნდიალის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩებს, რომლებიც მისთვის ფორმალობაა, ასეთი შემადგენლობით ჩაატარებს:
მეკარეები: დინ ჰენდერსონი (კრისტალ პალასი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ნიკ პოუპი (ნიუკასლი)
მცველები: დენ ბერნი (ნიუკასლი), მარკ გეჰი (კრისტალ პალასი), რის ჯეიმსი (ჩელსი), ეზრი კონსა (ასტონ ვილა), ნიკო ო’რაილი (მანჩესტერ სიტი), ჯარელ ქუანსა (ლევერკუზენი), ჯედ სპენსი (ტოტენჰემი), ჯონ სტოუნსი (მანჩერსტერ სიტი)
ნახევარმცველები: ელიოტ ანდერსონი (ნოტინგემი), ჯუდ ბელინგემი (რეალი), ჯორდან ჰენდერსონი (ბრენტფორდი), დეკლან რაისი (არსენალი), მორგან როჯერსი (ასტონ ვილა), ალექს სკოტი (ბორნმუთი), ადამ უორტონი (კრისტალ პალასი)
თავდამსხმელები: ჯარედ ბოუენი (ვესტ ჰემი), ებერეჩი ეზე (არსენალი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ენტონი გორდონი (ნიუკასლი), ჰარი კეინი (ბაიერნი), მარკუს რაშფორდი (ბარსელონა), ბუკაიო საკა (არსენალი)
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, ხოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო ორ მატჩს 13 ნოემბერს, შინ სერბეთთან და 16 ნოემბერს, სტუმრად ალბანეთთან ჩაატარებს.






