„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ლამინ იამალზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ესპანეთის ნაკრებში ლამინის სათამაშო დროს კონტროლს გაუწევენ.
გარდა ამისა, ლაპორტამ ლიონელ მესისადმი გამოსამშვიდობებელი მატჩის შესახებაც გააკეთა კომენტარი:
„ლამინ იამალი უზარმაზარი ენთუზიაზმით თამაშობს. ის ფანტასტიკური და ერთგული ფეხბურთელია. მისთვის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა პატივია, თუმცა, მინდა, ესპანეთის ნაკრებში მისი სათამაშო დრო მართონ... ვფიქრობ, ლამინს განსაკუთრებული უნარები აქვს.
ლეო მესისადმი მიძღვნილი ღონისძიებით სავსე ტრიბუნებით - ეს იქნებოდა „კამპ ნოუს“ გახსნის იდეალური გზა. დიდი სიამოვნებით გავმართავდი ლეოსადმი მიძღვნილ მატჩს“, - თქვა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალის გამო „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ხელმძღვანელობას შორის ბოლო პერიოდში კონფლიქტი იყო.









