საქართველოს ეროვნული ლიგის 32-ე ტურში ფოთის „კოლხეთი“ „გაგრას“ ესტუმრა, რომელიც 3:1 დაამარცხა.
მატჩის დასაწყისში ანგარიში სანდრო ავალიანმა გახსნა და ტაიმი ფოთელებმა 1:0 მოიგეს. მეორე ნახევრში ნიკა კაპანაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო 85-ე წუთზე სანდრო ავალიანმა ანგარიში 3:0 გახადა. მასპინძლებმა მხოლოდ ვანდერსონ სილვამ პრესტიჟის გოლი გაიტანა.
„კოლხეთმა“ წაგებების სერია შეწყვიტა და 22 ქულით ბოლო, მეათე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში „იბერიას“ შეხვდება. „გაგრა“ 37 ქულით მეშვიდეა და „დინამო თბილისს“ შეხვდება.









