„ვილიარეალის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ შესაძლოა, ლა ლიგის უახლოეს ტურში „ესპანიოლის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.
როგორც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ესპანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ აღნიშნა, გიორგის დისკომფორტი აქვს:
„რამდენიმე ფეხბურთელის შემთხვევაში სიტუაცია შესაფასებელი გვაქვს. მანორი ვერ ითამაშებს. მოურინიოს და ჟორჟის თამაში გამორიცხული არაა, მაგრამ მათ გარკვეული დისკომფორტი აქვთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მოუმ მატჩში მძიმე დარტყმა მიიღო, მიქაუტაძეს კი ვარჯიშის დროს დისკომფორტი ჰქონდა“, - აღნიშნა მარსელინომ.
გიორგი მიქაუტაძეს ვილიარეალის მაისურით ყველა ტურნირზე „ვილიარეალის“ მაისურით 12 თამაშში 4 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში. „ესპანიოლისა“ და „ვილიარეალის“ მატჩი 8 ნოემბერს გაიმართება.









