უკრაინის პრემიერლიგის მე-12 ტურში „კოლოსმა“ სტუმრად „კუდრივკა“ 3:1 დაამარცხდა, ხოლო ნიკა გაგნიძემ საგოლე პასი მიითვალა.
გაგნიძემ შეუცვლელად ითამაშა და მე-80 წუთზე მისი პასით იური კლიმჩუკმა გაიტანა, რომელმაც ანგარიში იმ დროისთვის 2:1 გახადა. ნიკამ ამ შეხვედრაში ყვითელი ბარათიც მიიღო. ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში 12 მატჩში გოლი არ გაუტანია, მაგრამ საგოლე პასი სამჯერ მიითვალა.
„კოლოსი“ 19 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 22 ნოემბერს, „დინამო კიევს“ უმასპინძლებს.









