ევროლიგის მეცხრე ტურში ელ კლასიკო შედგა, რომელშიც „რეალმა“ სტუმრად „ბარსელონა“ დაძაბულ ბრძოლაში, 101:92 დაამარცხა.
მადრიდელებმა პირველივე პერიოდში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ. საბოლოოდ, მოიგეს კიდეც. თორნიკე შენგელიამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ტრავმა მიიღო, გამოჯანმრთელება მოასწრო და ითამაშა.
შენგელიამ 27 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 21 იყო, რითაც თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ვილ კლაიბერნს ჩამორჩა.
„ბარსელონა“ ევროლიგაში 5 მოგებით და 4 წაგებით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 12 ნოემბერს, „ბაიერნს“ სტუმრად შეხვდება.







