„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა თავისი გუნდის მცველებზე ისაუბრა, მათ შორის, საბა გოგლიჩიძეზე.
როგორც მან თქვა, გოგლიჩიძეს, ნიკოლა ბერტოლას და მატეო პალმას ყველაფერი აქვთ, რომ თავისი კვალი დატოვონ.
„პალმა იზრდება, მან კარგად ითამაშა იტალიის თასზე, შემდეგ ნაკლებად „სასუოლოს“ წინააღმდეგ, მაგრამ გავიხსენოთ, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა და ახლა კმაყოფილი ვარ მისი წვლილით „ატალანტას“ წინააღმდეგ, სადაც მან თავისი შრომისმოყვარეობის ნაყოფი მოიმკა. ვხედავ, როგორ ვარჯიშობს და მას აქვს თავისი შანსები. არ ვიცი, რომში სასტარტო შემადგენლობაში იქნება თუ არა, მაგრამ მას, ბერტოლას და გოგლიჩიძეს აქვთ თავიანთი შანსები. ისინი ახალგაზრდები არიან, სერია A-ში მცირე გამოცდილებით. თუ „რომას“ სამ ცენტრალურ მცველს დავაკვირდებით, სიტუაცია საპირისპიროა და მათ განვითარება სჭირდებათ. ისინი საინტერესო მოთამაშეები არიან, კარგი ბიჭები და მათ ყველა შესაძლებლობა ექნებათ, რომ თავიანთი სიტყვა თქვან. ჩვენ ზუსტად ამ ტიპის მოთამაშეს ვეძებთ უდინეში. მათ აქამდე საკმაოდ კარგად ითამაშეს, ზოგიერთ ასპექტში გაუმჯობესება სჭირდებათ, მაგრამ ეს დროის საკითხია“, - თქვა რუნიაიჩმა.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ „უდინეზეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა, მათ შორის, 6 სერია A-ში. „რომა“ – „უდინეზეს“ შეხვედრა 9 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.






