რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონას“ დატოვებას ზამთარში არ აპირებს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.
პოლონელი ფეხბურთელი ესპანური კლუბიდან სავარაუდოდ, 2026 წლის ზაფხულში წავა, თავისუფალი აგენტის სტატუსით, როდესაც კონტრაქტი ამოეწურება.
ლევანდოვსკი „ბარსელონაში“ 2022 წლიდან თამაშობს და დღემდე 158 მატჩში 105 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ბაიერნის“, „დორტმუნდის“ და „ლეხის“ წევრი იყო.









