საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.
9-10 ნოემბერს, ავთანდილ ასათიანის გუნდი ესტონეთთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს. მოახლოებული თამაშებისთვის ნაკრები თამაშის მასპინძელ ოლიმპიურ სასახლეში ემზადება.
9 ნოემბრის შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და ნაკრების მეკარისთვის, თორნიკე ბუკიასთვის მე-100 სანაკრებო მატჩი იქნება. 10 ნოემბრის შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. დასწრება თავისუფალია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი)
წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ნიკა ხარატიშვილი (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)









