NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ბოსტონ სელტიქსს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 123:110 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა 15 წუთი ითამაშა და მატჩი უქულოდ დაასრულა, რადგან 1 ორქულიანი და 2 საჯარიმო არაზუსტად ისროლა, მაგრამ გუნდს 7 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება შესძინა.
„ორლანდოში“ საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო 27 ქულით, 6 მოხსნით და 6 პასით, ხოლო მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბოსტონელი ჯეილენ ბრაუნი აღმოჩნდა 32 ქულით და 9 მოხსნით.
„ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 4 მოგებით და 5 წაგებით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 10 ნოემბერს, შინ ისევ „ბოსტონთან“ გამართავს.









