კალათბურთი

14:00 | 8.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 12 ქულა და "ტორონტოს" ზედიზედ მეოთხე მოგება NBA-ში

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ სტუმრად „ატლანტა ჰოუქსი“ 109:97 დაამარცხა და ქართველსაც კარგი თამაში ჰქონდა.

მამუკელაშვილმა არასრულ 21 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 5-დან 4 ორქულიანი, 4-დან სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„ატლანტას“ 21 ქულით და 7 მოხსნით ჯალენ ჯონსონმა ულიდერა, ხოლო „ტორონტოს“ ბრენდონ ინგრემმა, რომელმაც 20 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.

„ტორონტო“ 5 მოგებით და 4 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 9 ნოემბერს, სტუმრად „ფილადელფიასთან“ ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ „რეპტორსმა“ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089965