სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

14:56 | 8.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხულიან ალვარესი: "ბარსას" და პსჟ-ს ინტერესი? სეზონის ბოლოს სიტუაციას გადავხედავ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა ხულიან ალვარესმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ხმებზე, რომლის თანახმად, მისი შეძენა „ბარსელონას“ და „პარი სენ-ჟერმენს“ სურთ.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა არაფერი უარყო და არც გამორიცხა:

„ბარსელონა“ და პსჟ? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რასაც სოციალურ ქსელებში ხალხი ამბობს. ესპანეთში ხალხი ჩემზე ბევრს საუბრობს და „ბარსელონაზე“, მაგრამ მე „ატლეტიკოზე“ ვარ კონცენტრირებული და სეზონის ბოლოს სიტუაციას გადავხედავთ“, - თქვა ალვარესმა.

შეგახსენებთ, რომ ხულიან ალვარესი „ატლეტიკოში“ 2024 წლიდან თამაშობს და 71 მატჩში 38 გოლი გაიტანა. მანამდე ის „რივერ პლეიტსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ იყო. ინგლისურ კლუბში ორ სეზონში 103 თამაშში 36-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163214