სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:46 | 8.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ ბუნდესლიგაში პირველი მარცხი თავიდან 90+3 წუთზე აიცილა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-10 ტურის მატჩში „იუნიონ ბერლინმა“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა. თამაში ფრედ, 2:2 დასრულდა.

მეცხრე წუთზე VAR-მა „იუნიონის“ თავდამსხმელ ილიას ანსას გოლი გააუქმა. 27-ე წუთზე მცველმა დანილო დუკიმ მასპინძლები დააწინაურა. 38-ზე „ბაიერნის“ გარემარბმა ლუის დიასმა ანგარიში გაათანაბრა. 83-ზე დუკიმ მეორე გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა. 90+3 წუთზე კი ინგლისელმა ჰარი კეინმა ისევ გაათანაბრა.

ამგვარად, „ბაიერნმა“ სეზონში პირველად დაკარგა ქულები და 28 ქულით პირველ ადგილზე რჩება. „იუნიონ ბერლინს“ 12 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა.

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-10 ტური. 8 ნოემბერი: ჰოფენჰაიმი - ლაიფციგი 3:1, უნიონ ბერლინი - ბაიერნი 2:2, ჰამბურგი - დორტმუნდი 1:1, ბაიერი - ჰაიდენჰაიმი 6:0, გლადბახი - კიოლნი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099158