სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:48 | 8.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი და "ჰამბურგის" ქულა "დორტმუნდთან", ბუდუს "ჰაიდენჰაიმი" განადგურდა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად ლევერკუზენის „ბაიერთან“ 0:6 განადგურდა.

ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 33-ე წუთზე შეცვალეს. მიზეზი ტრავმა არაა: „ჰაიდენჰაიმი“ 0:4 მარცხდებოდა და მწვრთნელმა ორი ფეხბურთელის შეცვლის გადაწყვეტილება შესვენებამდე მიიღო, ერთ-ერთი ბუდუ იყო, რომელსაც მიმდინარე სეზონში ერთი გოლი აქვს გატანილი, წინა ტურში „აინტრახტს“ გაუტანა.

„ჰაიდენჰაიმი“ 5 ქულით ბოლო ადგილზეა და სანაკრებო პაუზის შემდეგ 22 ნოემბერს, „გლადბახს“ უმასპინძლებს.

„ჰამბურგმა“ სამმატჩიანი წაგებები სერია შეწყვიტა და შინ „დორტმუნდს“ დაუზავდა. გიორგი გოჩოლეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ძალიან კარგად და დამაჯერებლად ითამაშა, რაც სიახლე არაა, მიმდინარე სეზონში კარგ ფორმაშია. გოჩოლეიშვილი 74-ე წუთზე შეცვალეს, როცა მასპინძელთა მწვრთნელმა აქცენტი შეტევაზე გააკეთა.

„ჰამბურგი“ აგებდა, მაგრამ 97-ე წუთზე გაათანაბრდა და ფრე 1:1. გოჩოლეიშვილს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩი აქვს ჩატარებული, ორჯერ გერმანიის თასზეც ითამაშა.

„ჰამბურგი“ 9 ქულით მე-12 ადგილზეა და მომდევნო ტურში 22 ნოემბერს, „აუგსბურგს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.105539